კონტაქტი
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. გაქვთ კითხვები? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
ელ-ფოსტა
ტელეფონი
სამუშაო საათები
გაქვთ კითხვები? ჩვენ გვაქვს პასუხები!
როგორ გამოვაქვეყნო მოთხოვნა მომსახურებაზე?
მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „პროექტის გამოქვეყნება“, აირჩიეთ შესაბამისი კატეგორია, (ან მოძებნეთ საძიებო სისტემით, მარტივად) შეავსეთ სამუშაოს აღწერა და მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ბიუჯეტი.
რა ხდება განცხადების განთავსების შემდეგ?
თქვენი განცხადება ხილული ხდება შესაბამისი კატეგორიის პროვაიდერებისთვის. დაინტერესებული ხელოსნები გამოგიგზავნიან შემოთავაზებებს, რომელთა შედარებასაც თქვენს სამუშაო პანელში შეძლებთ.
რა არის პრიორიტეტული თაგები (Fast/Cheap, Quality)?
განცხადების დადებისას შეგიძლიათ მონიშნოთ, რა არის თქვენთვის მთავარი: სამუშაოს სისწრაფე და დაბალი ფასი, თუ მაღალი ხარისხი. ეს ეხმარება სისტემას, თქვენი განცხადება შესაბამის პროვაიდერებს აჩვენოს.
რა ღირს განცხადების განთავსება Sheniani.ge-ზე?
სრულიად უფასოა! თქვენ მხოლოდ დებთ ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოზე, ხოლო პროვაიდერები თავად გიკავშირდებიან. სურვილისამებრ გაქვთ საშუალება, თავად მოიწვიოთ სასურველი პროვაიდერი, თქვენს მიერ განთავსებულ სამუშაოზე.
ვის ვუხდი შესრულებული სამუშაოს საფასურს?
ანგარიშსწორება ხდება უშუალოდ თქვენსა და პროვაიდერს შორის, პლატფორმის გარეთ. Sheniani.ge ამ პროცესში არ ერევა და არ იღებს საკომისიოს სამუშაოდან.
რა მოხდება, თუ პროვაიდერმა სამუშაო ცუდად შეასრულა?
სამუშაოს დასრულების შემდეგ თქვენ გაქვთ საშუალება დატოვოთ საჯარო მიმოხილვა. ეს ეხმარება სხვა მომხმარებლებს და აიძულებს პროვაიდერებს, შეინარჩუნონ მაღალი ხარისხი.
როგორ მუშაობს Sheniani.ge პროვაიდერებისთვის?
ჩვენ ვართ "Lead" პლატფორმა: თქვენ ყიდულობთ ქულებს (Coins), რომლებსაც იყენებთ კონკრეტული შეკვეთების "გასახსნელად" და კლიენტთან ჩატის დასაწყებად.
როგორ შევიძინო ქულები?
ქულების შეძენა შესაძლებელია პირდაპირ პლატფორმიდან BOG ან TBC ბანკის მეშვეობით. პროცესი მომენტალურია და თქვენ მაშინვე შეგიძლიათ შეკვეთებზე გამოხმაურება.
რა არის "Shortlisting" და როგორ მივიღო შეკვეთა?
როდესაც თქვენ ეხმიანებით განცხადებას, კლიენტი ნახულობს თქვენს პროფილს. თუ ის თქვენ აგირჩევთ (Shortlist), მხოლოდ მაშინ იხსნება საკონტაქტო ინფორმაცია და იწყება ჩატი.
როგორ დავაჩქარო ჩემი პროფილის პოპულარიზაცია?
შეავსეთ პორტფოლიო ხარისხიანი ფოტო/ვიდეო მასალით, მიუთითეთ სოციალური ბმულები და დააგროვეთ დადებითი შეფასებები. რაც უფრო სრულყოფილია პროფილი, მით მეტია ნდობა კლიენტის მხრიდან.
არის თუ არა რაიმე ბონუსი ახალი დარეგისტრირებულებისთვის?
დიახ, პირველი 100 ვერიფიცირებული პროვაიდერი მიიღებს 1000 უფასო ქულას პლატფორმის გამოსაცდელად.